ავტოზაგზაო შემთხვევა მოხდა ტყიბული-ქუთაისის ავტომაგისტრალზე.
სოფელ ხრესილში ავტომანქანა ბარდიურს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის ერთი მგზავრი 22 წლის მამაკაცი,
მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანა.
დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესიის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.