ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა და სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა კორძაიამ “ოკრიბანიუსს“ განუცხადა, რომ – „ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა და სწავლა დისტანციურად გაგრძელდა, ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან მოვიდა შეტყობინება, რომ მეორე საჯარო სკოლის 17 მოსწავლეს და 5 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშული ფაქტიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ და სკოლა დღეიდან სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.“ აცხადებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.