ილია სულამანიძე ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით მან -100კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორე მოიგო.

ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე პირველად ევროპის ჩემპიონი 2019 წლის სექტემბერში, ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 100 კგ წონით კატეგორიაში გახდა.