ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით – 120 მოსწავლეზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად:
ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და სასადილო.
აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინვენტარითა და ტექნიკით.
ადაპტირებულია შშმ პირებზე
ტერიტორიაზე მოწყობილია დახურული სპორტული დარბაზი და ფეხბურთის ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი; გამწვანებული სარეკერაციო სივრცე და სათამაშო მოედანი.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინასნებით სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა.
მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.აცხადებენ სააგენტოში.