ტყიბულის სპორტული ცენტრის ინფორმაციით, ტყიბულელი სპორტსმენები ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ტყიბულელი სამბისტი, ვლად გაბრიაძე, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
” წარმატებული აღმოჩნდა ტყიბულის სპორტული ცენტრისთვის საქართველოს ჩემპიონატი სამბოში, რომელიც თბილისში გაიმართა. 2001 – 2002 წწ. დაბადებულთა შორის ვლად გაბრიაძემ (მწვრთნელი შალვა ბიბილაშვილი) წარმატებით იასპარეზა (მძიმე წონაში) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ , ვლადისთვის პირველი მასშტაბური ჩემპიონატია , სადაც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოუტანა მშობლიურ ქალაქს. აცხადებენ სპორტულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით – 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან 121 მოკრივე მონაწილეობდა, ტყიბულელი მოკრივე მამია ობოლაძე (75 კგ) წონით კატეგორიაში (მწვრთნელი გია დვალი), ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მოკრივე აყვანილია საქართველოს ნაკრებში და იწყებს მზადებას ევროპის პირველობისთვის, რომელიც 2021 წელს თბილისში გაიმართება.