ტყიბულში მინდელის სახელობის შახტთან შეკრებილმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია დღეს დაასრულეს,
თუმცა ხვალ ისევ შეიკრიბებიან.
როგორც მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ “ოკრიბანიუს” განუცხადა, მეშახტეები დღეს დაიშალნენ და ხვალ დილით მინდელის შახტის მიმდებარედ ისევ შეიკრიბებიან.
მეშახტეების განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ დღეს კომპანია მათი მოთხოვნაზე იმსჯელებს და ხვალ მიიღებენ კონკრეტულ პასუხს.
„მეშახტეების მოთხოვნაა ხელფასების 300 ლარით გაზრდა”, – აცხადებს ისაკაძე.
“საქნახშირში” ამ წუთებში საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტების შეხვედრა იმართება და კომპანიის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.