ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა.
„საქნახშირში” აცხადებენ, რომ მეშახტეებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც „ოკრიბანიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, სამუშაო პროცესი სრულად აღდგა.
„ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ.
საწარმოს მუშაობა და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეხვედრების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აცხადებენ „საქნახშირში”.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები 3 ივლისიდან იყვნენ გაფიცულები, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.