“საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. წარმოდგენა მეშახტეთა შვილებისათვის გაიმართა და მას 600-მდე ბავშვი დაესწრო.
პატარების მასპინძელი ამ დღეს “მულტი-პულტის” სტუდია იყო. სახალწლო განწყობის შექმნაში კი მათ ყველა ბავშვისათვის საყვარელი და ცნობილი გოგიჩა ეხმარებოდა.
“მულტი-პულტიმ” პატარებს საახალწლო სპექტაკლი წარუდგინა. მოეწყო გასართობი თამაშები, პატარებმა სანტა-კლაუსს ლექსებიც მოუყვეს.
ღონისძიების დასასრულს მათ პატარებს სიურპრიზებიც მოუმზადეს. ფოერვერკების ფონზე დარბაზში ათასფერი ბუშტი დაეშვა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი ყველა პატარამ საჩუქრებიც მიიღო.
ღონიძიებას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან და შახტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.
თეონა ჯანელიძე