შესაძლოა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი და ოდენობა შეიცვალოს. არასაპარლამენტო პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით პარლამენტი ამ საკითხზე მუშაობს.
კანონპროექტის ავტორების თქმით, საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდი უკვე მოძველდა, რადგან ის 90 წლებზეა მორგებული.
ახალი კანონპროექტის მიზანია დაადგინოს კალორიების მინიმალური ოდენობა, რაც სასურსათო კალათას შეადგენს. ამჟამად საარსებო მინიმუმი 150 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით ის 250 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
ახალ ინიციატივაზე უფრო დეტალურად გადაცემის სტუმარი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე საუბრობს.
უმცირესობამ უარი განაცხადა ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. ქალბატონი ელისო ტელეკომპანია ტყიბულინფორმის ჟურნალისტების მიერ მომზადებულ კითხვებს პასუხობს.