საქნახშირში დასაქმებულებიდან ბერი სხვადასხვა პროფესიის ადამიანია, მათ შორისაა პროფესიით საბანკო საფინასო საქმის სპეციალისტი, ფეხბურთელი მეშახტე ირაკლი გვენეტაძე,
რომელიც ქვანახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკაში დანადგარის მემანქანის პოზიციაზე მუშაობს.
ირაკლი გვენეტაძე ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა ტყიბულის N1 საშუალო სკოლა, შემდეგ ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი, შემდეგ მუშაობდა სახვადასხვა კომპანიებში.
ირაკლი „საქნახშირში“ 2018 წლიდან საქმიანობს, რამდენიმე წელი მინდელის სახელობის შახტზე მოძრაობაზე მუშაობდა, შემდეგ გამამდიდრებელ ფაბრიკაში იყო დასაქმებული და პარალელურად 13 წლამდე მოზარდთა ტყიბულის და საწირის საფეხბურთო გუნდებს ხელმძღვანელობდა. შემდეგ დროებით წავიდა კომპანიიდან და ის რამდენიმე თვეა სამუშაოდ ისევ ქვანახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკაში დაბრუნდა რომ ეკონომიური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. რადგანაც მხოლოდ ფეხბურთის მწვრთნელობიდან მიღებული ჰონორარით ოჯახის რჩენა შეუძლებელია. ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში მუღლესთან, 2 მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.
ირაკლი მეშახტის ოჯახიდანაა, ბაბუა ვარლამი გვენეტაძე 30 წლის მანძილზე მოწინავე მეშახტე იყო. მამა მიშა გვენეტაძე 45 წელი ძიძიგურის სახელობის შახტში მუშაობდა, მექანიკოსად და შემდეგ შახტის მთვარი ენერგეტიკი იყო. ის გარდაცვალებამდე ღირსეულად ემსახურებოდა კომპანიას.
სკოლის ასაკში ირაკლი 7 წელი ვარჯიშობდა და თამაშობდა ტყიბულის ახალგაზრდულ საფეხბურთო გუნდში რომლის მწვრთნელი დამსახურებული ფეხბურთელი სოსო ლორთქიფანიზე იყო. შემდეგ სპორტს ის დროებით ჩამოცილდა და საფეხბურთო კარიერა მან 2015 წელს გააგრძელა, როდესაც მიიღო ფეხბურთის ფედერაციის „ ც „ კატეგორიის ლიცენზირება, რომელიც 13 წლამდე მოზარდებთან სამწვრთნელო საქმიანობის უფლებას გულისხმობს. შემდეგ 2021 წელს მან მიიღო „ბ“ კატეგორიის ლიცენზია რაც გულისხმობს 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამწვრთნელო საქმინაობას. ასევე აქვს უფლება მთავარი მწვრთნელის დამხმარედ იმუშაოს- მეორე, მესამე და მეოთხე ლიგაში. ლიცენზიის მიღების შემდეგ ის რამდენიმე თვე მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ტყიბულის საფეხბურთო გუნდ „მეშახტეში“.
2015 წლიდან დღემდე არის საწირის ბავშთა ასაკობრივი საფეხბურთო გუნდის მრწვნელი, ასევე 2015 წლიდან იყო ტყიბულის ბავშთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი, სადაც რამდენიმე თვეა დროებით აღარ ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას.
ახლგაზრდა მეშახტე სპორტსმენს აქვს საფეხბურთო გუნდებთან 6 წლის სამწვრთნელო გამოცდილება. ამ ხნის მანძილზე გუნდებმა შეჯიბრებებზე სხვადასხვა პრიზები და წარმატებები მოიპოვეს. მისი აღზრდილებიდან ერთ-ერთი გიგი გაბრიაძე თბილისის დინამოს აკადემიაში წარმატებით ასპარეზობს.
ირაკლი გვენეტაძე – „ფეხბურთი მიყვარს და მწვრთნელობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. წლებია მოზარდი თაობის ფიზიკურ აღზრდაზე ვზრუნავ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე მიყვარს ჩემი მეორე სამსახური „ქვანხშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა“ სადაც საუკეთესო ახლგაზრდული კოლექტივია, სასიამოვნოა მათთან ერთად მუშაობა. მადლობელი ვარ კომპანიის რომ მაქვს შესაძლებლობა ამ საუკეთესო გუნდის წევრი ვიყვე, ასევე აქ მუშაობით გავიუმჯობესო ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. იმედი მაქვს რომ პარალელურად შევძლებ სამწვრთნელო საქმიანობას და ჩემს წვლილს შევიტან მომავალი თაობის ფიზიკურ აღზრდაში“