25 ნოემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტყიბულში ღონისძიებები გაიმართა, რომელიც დღის ბოლოს საზეიმო კონცერტით დასრულდა. უწმინდესისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა, ფარდის გახსნისთანავე სცენაზე პატრიარქის ნათლულები გამოჩნდნენ, რომელთა გაღებული შემოწირულობით კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ჯანო ჭოხონელიძეს დახმარება გაეწია.
კონცერტს მუნიციპალიტეტის თეატრის ხელმძღვანელი და ამავდროულად ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი ლალი კუბლაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფები ღებულობდნენ, რომლებიც მაყურებლის წინაშე ახალი ნომრებით წარსდგნენ. სცენაზე, მოწვეული სოლო მომღერლებიც გამოვიდნენ, ისინი ვისაც ტყიბულთან ახლო წარსული და მომავალი აკავშირებს.
დარბაზში არა ერთი ისტორია გაჟღერდა რომელიც პატრიარქის ღვაწლზე მოგვითხრობდა და შესრულდა ცეკვა ქართული, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა.
საზეიმო კონცერტზე ცნობილი ისიც გახდა რომ სამებაში წმ. ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებელი-სალოსის ხატი იწერება, რომელიც მუნიციპალიტეტის სახელით უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს გადაეცემა.
ღონისძიებები ტყიბულში საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილიაII-ეს ლოცვა კურთხევით გაიმართა.
ელისო ჭანტურიძე