ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებითა და კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თემაზე – ადგილობრივ დონეზე ქალთა ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა.
ღონისძიებას იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, ასევე ადგილობრივ დონეზე ცენტრალური და არასამთავრობო სერვისების მიმწოდებლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების პირველ ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პროექტის არსზე ისაუბრეს,ასევე მის ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ და დღესდღეობით ყველაზე საჭირო ვებგვერდზე – ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრულ რესურცენტრსა და მის პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტებში – შედეგები და გამოწვევები. ვებგვერდი – http://gbvdigitalresourcecenter.ge/არის უნიკალური შესაძლებლობა ძალადობის მსხვერპლთა ან დაზარალებულთათვის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა სერვისსა თუ პროგრამას [სამთავრობო, არასამთავრობო, მუნიციპალური].
მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ რეგიონალური ქალთა მხარდაჭერის ცენტრების კონსულტანტებმა ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
მესამე ნაწილში კი მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით (საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები და სხვ.) საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. დისკუსიისას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს“- გვითხრა, რუსუდან პაჭკორიამ, ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენელმა.