წუხელ ტყიბულის მუნიციპალიტეტს ძლიერი ქარი დაატყდა თავს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მძვინვარებდა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ქარიშხლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო-გადამცემი ხაზები და მოსახლეობას გარკვეული პერიოდით ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქარის სიძლიერემ ფესვებიანად მოგლიჯა რამდენიმე ხე, რამაც სავალი გზის დროებითი გადაკეტვა განაპირობა. დაზიანდა ქუჩის განათებებიც. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
ნათია მურუსიძე