იმუნიზაციის პროგრამისა და მისი მნიშვნელობის, ასევე COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობის საკითხებზე, იმერეთისა და სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებთან ქუთაისში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ექსპერტებმა ისაუბრეს – იმუნიზაციის პროგრამა და მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისთვის; კორონავირუსი და მსოფლიო დღეს-გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევა; COVID-19-ის ეპიდზედამხედველობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები,COVID-19-ის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე მათ მედის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH-ის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.
მედიასთან შეხვედრა ქუთიასში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.