ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს. სოფლებში არსებული პრობლემების გასაგებად და ,,ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად მან ამჯერად შეხვედრები ხრესილის, საწირის, ძიროვნის და დაბაძვლის მოსახლეობასთან გამართა.

დეპუტატმა შეხვედრებზე ადგილობრივებს ხელისუფლების მუშაობის ერთწლიანი შედეგები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. მან ასევე ისაუბრა გაცემული დაპირებების შესრულებულ ნაწილზეც.
კითხვები, რომელიც გამოიკვეთა და დეპუტატის მისამართით დაისვა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მუშაობასა და სოციალური დახმარების უსაფუძვლო მოხსნას შეეხებოდა.
ელისო ჩაფიძემ მოსახლეობას მომავალი გეგმებიც გააცნო და ხრესილის წყალსადენის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ნახევარი მილიონით ფინანსდება და სოფელ ხრესილს წლების მანძილზე მოუგვარებელ წყლის პრობლემას მოუგვარებს.
დეპუტატს შეხვედრებზე თან ახლდა სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას ბილეთების გაცემის და გამოყოფილი ტყე-კაფების შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს.
ხელისუფლების ერთწლიანი მუშაობა ერთიანობაში მოსახლეობამ დადებითად შეაფასა, თუმცა პრობლემებც გამოკვეთეს რომლებიც უპირველესად სოციალურ დახმარებას, გზას, წყალს და გაზიფიცირებას შეეხებოდა.
ელისო ჩაფიძემ შეხვედრები ასევე გამართა სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან და ძიძიგურის სახელობის შახტზე მეშახტეებთან. ის ასევე გეგმავს შეხვდრებს ქალაქის მოსახლეობას.

ელისო ჭანტურიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *