მომლოცველებისთვის და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

“გაცნობებთ,რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისთვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.