ორი დღის წინ ტყვარჩელის 26 ნომერში ხმაური შეინიშნებოდა. ადგილობრივი ბინის მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან დაზიანებული კანალიზაციის მილების შეკეთებას და სარდაფში დაგროვილი წყლის ამოტუმბვას ითხოვდნენ.
ისინი ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაშიც ადანაშაულებდნენ.
როგორც ისინი აცხადებდნენ სარდაფში დაგროვილი წყლის პრობლემა მათ დიდი ხანია აწუხებთ. წლების მანძილზე ხდებოდა მისი ამოტუმბვა, მაგრამ კარგა ხანია ეს აღარ გაკეთებულა.
ამჯერად მას ისიც დაემატა, რომ კანალიზაციის მილი გაიჭედა და ფეკალური მასები პირველ სართულზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ამოვიდა.
ვითარებაში გასარკვევად და შექმნილი მდგომარეობის მოსაწესრიგებლად ტყვარცელის ქუჩაზე ქალაქის ადგილობრივი ხელმძღვანელობა მივიდა.
როგორც მათ იქ განაცხადეს პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია და ტუმბოც შეძენილია, მაგრამ ვინაიდან მდინარის ნიშნული ბინის ნიშნულზე მაღალია და ბინები თავის დროზე ექსპლოატაციაში დარღვევითა და მცდარი პროექტით შევიდა, მათი თქმით ერთჯერადი ამოტუმბვით მდგომარეობა სრულად ვერ მოწესრიგდება და რამდენიმე თვეში კვლავ იგივე რიალობა შეიქმნება.
ამიტომ პრობლემა საფუძვლიანად უნდა აღმოიფხვრას, ის კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით სამუშაოები და მოლაპარაკებები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება კანალიზაციის მილების მოწესრიგებას ამ პრობლემას მუნიციპალიტეტი ბინის ამხანაგობასთან ერთად მოაგვარებს.
ელისო ჭანტურიძე