ტყიბულში, ზესტაფონსა და ჭიათურაში მძიმე მრეწველობის სფეროში დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების ტრენინგი ჩატარდა.
40-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო პრაქტიკული ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის დაუშვებლობა შრომით ურთიერთობებში, შრომის ხელშეკრულების პირობები და ვადები, სამუშაო დრო და შვებულება, მივლინება, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები, გაფიცვის უფლება, კოლექტიური მოლაპარაკებები და მედიაცია.
იმავე დღეს ტყიბულისა და ზესტაფონის ცენტრალურ ლოკაციებზე საჯარო შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა პროფკავშირის აქტივისტებთან ერთად, მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს.
ღონისძიებები ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა.