ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა,  ახალი მოადგილეეები წარუდგინა დღეს საზოგადოებას.
  
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, მერიის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა — ლევან ჩხიკვაძე და მურმან ვერულაშვილი. მერმა, მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ისინი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით მნიშვნელოვანი შენაძენნი არიან თვითმმართველობისთვის.
   ლევან ჩხიკვაძე, მერის პირველი მოადგილე, პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და 2007 წლიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

   მურმან ვერულაშვილს ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვს განათლება მიღებული. მისი საქმიანობა 2010 წლიდან უკავშირდება, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. მან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო სსიპ შემოსავლების სამსახურში წამყვან პოზიციებზე მუშაობის პერიოდში.


