თბილისში „საქართველოს თასის გათამაშება კუნგ-ფუ“- ში( ფაიტინგი, შუაიჯიაო, და დზენი, ტუი შოუ) გაიმართა,
რომელშიც საქართველოს რეგიონებში არსებული 15 კუნგ-ფუს სკოლის 162 სპორტსმენი, ასევე „ხრიდოლის „ფედერაციის, „ხელჩართული ბრძოლის „ და „კუდოს „ ფედერაციის მებრძოლები ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატი კუნგ-ფუს 4 სახეობაში ჩატარდა: ფაიტინგი(კონტაქტური ბრძოლა), და დზენი (რბილი ხმლებით ბრძოლა), ტუიშოუ( ხელებით კვრა) და შუაიჯიაო ( ჭიდაობა). აღნიშნულ შეჯიბრში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ჯგუფის მებრძოლები, ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. ტყიბულელმა კუნგ-ფუისტებმა ტურნირზე ბრწყინვალეთ იასპარეზეს და კუნგ-ფუს ოთხივე სახეობაში 18 პირველი და 3 მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ტყიბულელმა სპორტსმენებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს ფაიტინგში და შუაიჯიაოში.
ტყიბულის კუნგ-ფუს სკოლა ტურნირზე საქართველოს 15 კლუბს შორის გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა და დაეუფლა კუნგ-ფუში 2025 წლის საქართველოს თასს.
კუნგ-ფუს ოთხივე სახეობაში ჩემპიონები გახდნენ: ოთარ სანიკიანი, ალექსი მაჭავარიანი, დავით ჩეტოშვილი, ბადრი ბოჭორიშვილი, ანდრია ბოჭორიშვილი, მერაბი იმედაძე, ნუგზარ გუმბერიძე, ლაზარე ბოჭორიშვილი, ნუგო სანიკიანი, დავით გიორგაძე, ალექსი ბოჭორიშვილი, ტასო მაჩიტიძე, ჯული შენგელია, თაკო ქურციკიძე, ნინი სირბილაძე. პრიზიორები გახდნენ: საბა ქარქაშაძე, ბარბარე შენგელია, ანი სირბილაძე.
აღსანიშნავია ოთარ სანიკიანის ასპარეზობა, რომლებმაც ფინალურ ორთაბრძოლაში ნოკაუტით გაიმარჯვა.
ტურნირის ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით. ასევე სკოლას გადაეცა გუნდური თასი. სკოლის წარმომადგენელს, ბადრი ბოჭორიშვილს, მიმდინარე წელის ოქტომბერში, სომხეთში გამართულ „ კავკასიის პირველობაზე კუნგ-ფუში“ წარმატებისათვის, ფედერაციისგან სამადლობელი წერლი გადაეცა.
ღონისძიება თბილისში საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, მასში ტყიბულელი სპორტსმენების მონაწილეობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.

