პარლამენტში გამოცხადებული ორკვირიანი არდადეგების ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ სოფელ ორპირში, ნანი ბახუტაშვილის თხოვნით ბახუტაშვილების ოჯახი მოინახულა, რომელსაც სოციალური დახმარება გასული წლის ოქტომბერში მოეხსნა.როგორც ქალბატონი ნანი აცხადებს დახმმარება მას იმიტომ მოუხსნეს რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო და ამაში ორპირის თემის დეპუტატს მაცაცო ჯინჯიხაძეს ადანაშაულებს.
ნანი ბახუტაშვილი და მისი მძიმე ავადმყოფი მეუღლე სახლში მარტო ცხოვრობენ და მათი ერთადერთი შემოსავალი როგორც ის ამბობს ხანდაზმულობის პენსიაა, რომელიც მეუღლისთვის საჭირო მედიკამენტებისა და ტკივილგამყუჩებლების საყიდლედაც არ ჰყოფნის.
მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, ელისო ჩაფიძემ, ტყიბულის სოციალური მომსახურების სააგენტოს მისამართით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ ის პირადად გაუწევს შუამდგომლობას ბახუტაშვილების ოჯახს და სოციალური სამსახურის უფროს ნოე ქინქლაძეს, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტშია დაბარებული, აუცილებლად წარუდგენს ოჯახთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ფოტო მასალას.
ელისო ჭანტურიძე