ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გუშინ ჩამოწოლილი მეწყერის გამო დაზიანებულია ტყიბული ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტარალი,

რის გამოც ამდროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ავტოსანტრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტის ნაწილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების შემოვლითი გზით.

ამდროისთვის უცნობია როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე.