საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით და კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით, უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის დარბაზში საერთაშორისო ტურნირი კუნგ-ფუში ( ფაიტინგი, შუაიჯიაო) გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს ყველა რეგიონის ორთაბრძოლების 16 სკოლა და კლუბი მონაწილეობდა. ასევე სომხეთის ნაკრების გუნდი 29 სპორტსმენის შემადგენლობით . როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. აღნიშნულ შეჯიბრში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს სკოლის მებრძოლები ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილებდნენ , მათ შეჯიბრში წარამატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 9 პირველი და 4 მეორე საპრიზო ადგილები.
ტყიბულელმა კუნგფუისტმა ოთარ სანიკიანმა გამარჯვება მოიპოვა ვადაზე ადრე, მოწინააღმდეგის ტექნიკური ნოკაუტის გამო. ასევე შუაიჯიაოს სახეობაში( ჭიდავში) ბრწყინვალედ იასპარეზა თაკო ქურციკიძემ და მოიპოვა ოქროს მედალი.
ტურნირზე ტყიბულის კუნგ-ფუს სკოლიდან ჩემპიონები გახდნენ: ნუგო სანიკიანი, ალექსი ბოჭორიშვილი,ნინი სირბილაძე , ალექსი მაჭავარიანი, ბადრი ბოჭორიშვილი, ოთარ სანიკიანი, ნუგო გუმბერიძე, მერაბი იმედაძე, თაკო ქურციკიძე.
პრიზიორები: დავით გიორგაძე, ტასო მაჩიტიძე, ბარბარე შენგელია, ჯული შენგელია.

