ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ გერმანიის ქალაქ ფრაიბურგიდან ნიკოლას, მიხაილ და მარია დრუდები მიიღო. სტუმრობის მიზეზი დიდი სამამულო ომის დროს ტყვედჩავარდნილი მათი წინაპრის საფლავის მონახულება და პატივისგება იყო.

წლების წინ გერმანელ ტყვედყოფილთა სასაფლაო რაიონის ხელმძღვანელობისა და საზოგადოება “ელფის” პრეზიდენტის, რომან კობახიძის ძალისხმევით აღდგა და კეთილმოეწყო. თანამემამულეთა ძვალთშესალაგს დღესაც დიდი რუდუნებით ჰპატრონობს ეროვნებით გერმანელი ქალბატონი ირა ქირში–ტურძილაძე.

გერმანელი სტუმრების ტყიბულში ჩამობრძანების მიზანი წინაპრის ხსოვნის უკვდავყოფა, ჩვენი რაიონის უკეთ გაცნობა და სამომავლო ურთიერთობების განახლება იყო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის პრესმდივანი ნანა რაზმაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *