წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. პრეზიდენტობის კანდიდატი 14 სექტემბერს ტყიბულში იმყოფებოდა.
კამპანიის ფარგლებში იგი ამ დღეს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პრობლემებს გაეცნო და მათ წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება საკონსტიტუციო ცვილებების განსახორციელებლად, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების ჩამორთმევასა და ქართველ მესაკუთრეებზე დაბრუნებას ითვალისწინებს. დავითაშვილმა იპოტეკური დავალიანების მქონე პირების პრობლემებზეც ისაუბრა.
თეონა ჯანელიძე