დღეს ტყიბულში მუნიციპალიტეტის თეატრში მეშახტეთა დღე აღნიშნეს.მეშახტეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსაბლები იღებდა მონაწილეობას, ასევე ოზურგეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი “შვიდკაცა“.
ამ დღესთან დაკავშირებით „შ.პ.ს საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)-ს“ სახელით კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ვალერი კუხალაშვილმა პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული მეშახტეები სიგელებითა და ფულადი საჩუქრებით დააჯილდოვა.
მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, „შ.პ.ს საქნახშირი (ჯი-აჯ-ჯი ჯგუფი)-ს” ინვესტორი დავით ბეჟუაშვილი.
ტყიბულში მეშახტეთა პროფესიულო დღე 1948 წლიდან აგვისტოს ბოლო კვირაში აღინიშნება.
გიორგი სულაძე