30 აგვისტოს ტყიბულის “მეშახტესა” და ქუთაისის “ტორბპედოს” ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა ახლახან გარდაცვლილი ვეტერანი ფეხბურთელის და ამავდროულად ტყიბულის მეშახტის მწვრთნელის დავით გვენეტაძის ხსოვნას მიეძღვნა.
თამაშის დაწყებამდე ტყიბულის სტადიონზე მისულმა მაყურებელმა და ორივე კლუბის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვეტერანი ფეხბურთელის ხსოვნას.
წაიკითხეს მისი ავტობიოგრაფია, სიტყვით გამოვიდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე, რომელმაც სამადლობელი სიტყვა წარმოსთქვა და დავით გვენეტაძის შვილს გიორგი გვენეტაძეს ორივე კლუბის ვეტერან ფეხბურთელთა ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი გადასცა.
სიტყვით ასევე გამოვიდა ყოფილი “მეშახტეს” დამსახურებული მწვრთნელი ჯუმბერ ჯალაღანია, ვისთან ერთადაც დავით გვენეტაძე წლების მანძილზე საქმიანობდა და არაერთი დაბრკოლება გადაულახავს.
ამხანაგური თამაში მაყურებელთა სიმრავლით გამოირჩეოდა, პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში კი მასპინძლები გააქტიურდნენ და თამაში ფრედ 3:3 დამთავრდა. ტყიბულის “მეშახტედან” ქუთაისის “ტორპედოს” კარში გოლი გაიტეს ვალერი შარაშიძემ, ბექა გვეტაძემ და გოჩა კანკიამ.
ელისო ჭანრურიძე