26 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მიწვეული სტუმრის სტატუსით ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდნენ.
ელისო ჩაფიძე ერთთვიანი პაუზის შემდეგ ტყიბულის თვითმმართველი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან საქმიანი დისკუსია გამართა.
სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა დღის წესრიგით განხილული, მათ შორის ერთ-ერთი შეეხებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს.
ნახევარი მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ იქნა გამოყოფილი.
აღნიშნიული თანხით ხრესილში ცივწყალას წყალსადენის რეაბილიტაცია და მოწამეთა-სორმონის გზის ბეტობის საფარით მოწყობა მოხდება.
სხდომაზე იმსჯელეს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესახებაც, 2013 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებით, სასაფლოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურია აქციონზე იქნება გატანილი.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდობის წევრებმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად კენჭი უყარეს საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩევას.
2013 წლის ბოლომდე საჯარო სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებელთათვის კონკურსი გაიმართება. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ, ასევე კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე ერთხმად იქნა არჩეული.
ძირითადი საკითხების განხილის შემდეგ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ სხვადასხვა რიგის თემები წამოჭრა. მთავარი აქცენტი სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა.
დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა სოციალური მომსახურების ადგილობრივი სამსახურის მუშაობაზე და თემის დეპუტატებს ხელმოკლე ოჯახების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე თანამშრომლობა თხოვა, რათა ისეთ ღარიბ რეგიონში, როგორიც ჩვენია, უფრო მეტი სოციალური დახმარება გაიცეს.
ნათია მურუსიძე