ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მოხალისემ, პოლონელმა მიხაელ როდაკმა დამეგობრებული ქალაქების ქუთაისისა და პოზნანის ორგანიზებით მოწყობილ ერთგვარ მარათონში მიიღო მონაწილეობა.
იმის გამო, რომ ის ტყიბულში აღნიშნულ ფონდში მოხალისედ ერთი წელი მუშაობდა ქუთაისის ნაცვლად სტარტი პოლონეთისაკენ სწორედ ჩვენი ქალაქიდან აიღო.
მან ორ კვირაში ძველი საბჭოთა ავტომობილით გაზ ოცდაერთით, რომლის გამოშვების თარიღია 1958 წელი, საცოლესთან და მეგობართან ერთად საქართველოს ჩათვლით რვა ქვეყანა უნდა გაიაროს და 3700 კილომეტრი დაფაროს.
ისინი გაივლიან თურქეთს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და ბოლოს პოლონეთს.
მიხაელმა ავტომობილი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მარათონისთვის შეიძინა და მის გაყიდვას პოლონეთში არ აპირებს.
ელისო ჭანტურიძე