ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ჯვრისწერაზე მიმავალი პრემიერ-მინისტრი გზად კურსების თემში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა ეგრეთწოდებული მაღაროს დასახლებაში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადათ სოციალურ საკითხებსა და დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა.
პრემიერმა ადგილობრივებს ეკონომკური კუთხით მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი გეგმები გააცნო და იქ შეკრებილებს დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჩუბინიძეც იმყოფებიდა.
პრემიერის გელათში ჯვრისწერაზე ყოფნის დროს ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე მობრძანდა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი და წიგნი გადასცა.
ელისო ჭანტურიძე