საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე გათხოვდა.
მან შაბათს ჯვარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თემში, გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაიწერა.მისი რჩეული ქუთაისელი დავით მიქაბერიძეა.
წყვილის ჯვრისწერას გელათში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო, რომელმაც ახალ დაქორწინებულებს გაბედნიერება პირადად მიულოცა.
სტუმრებს შორის ასევე იმყოფებოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-სპიკერები, დეპუტატები და ქალაქ ტყიბულის ადგილობრვი თვითმართველობის ხელმძღვანელები.
ჯვრისწერის ტრადიციული რიტუალის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ახლად შექმნილი ქართული ოჯახი ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.
ელისო ჭანტურიძე