ქორეოგრაფიული ანსამბლები „ოკრიბა” და „სიჭაბუკე” თურქეთიდან დაბრუნდნენ, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების თაოსნობით გამართულ ფოლკლორის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალში.
ანსამბლებმა ფესტივალზე სამ-სამი ცეკვა შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.