“ხიდი თაობებს შორის,” – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში “წითელი ჯვრის ტყიბულის ადგილობრივ ორგანიზაციაში” ღონისძიება გაიმართა, რომელიც ღვაწლმოსილ ექიმებსა და ჩვენი ქალაქის მოქმედ მედპერსონალს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ტყიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და წითელი ჯვრის მოხალისეები იღებდნენ. საღამო თბილი და დადებითი ემოციებით გაჯერებული გამოვიდა.

ნათია მურუსიძე