სოფელ საწირეში წირვა-ლოცვა XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიის ნგრევის გამო შეწყდა. გადმოცემით სოფელს სახელწოდება საწირე შესაწირი ადგილის გამო ეწოდა.


ეკლესიის მშენებლობას 2009 წლის სექტემბერში ამავე სოფლის მკვიდრებმა ქველმოქმედმა ზაზა ცირეკიძემ და მირიან ქათამაძემ ჩაუყარა საფუძველი და ასევე კეთილი ადამიანების ფიზიკური შრომით და შემოწირულობებით ერთობლივად იქნა აშენებული.

ეკლესია “წმინდა სამების” სახელზე 27 აპრილს აკურთხა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალამბერიძემ და მრავალი წლის შემდეგ პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა სოფელ საწირეში. წინამძღვრად მამა გერმანე (ლაფერაძე) იქნა დადგენილი.

ეკლესიის კურთხევას და წირვას ესწრებოდნენ ეპარქიის სამღვდელოება, სოფლის მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

გიორგი სულაძე