მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. პროექტის ინიციატორების განმარტებით, კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანი მედიის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება და მედიასაშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობაა.
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხება. კანონპროექტის თანახმად, საბჭოს კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი აღარ წარადგენს.
მათ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.
ამ თემაზე გადაცემის სტუმრები, ხონის მაჟორიტარი დეპუტატი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების” წევრი დავით ჭავჭანიძე და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმოამდგენელი ელისო ჩაფიძე საუბრობენ.