მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეები – ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე ქუთაისის პროზექტურიდან ტყიბულში, საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

დაღუპულ მეშახტეებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებოდათ. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ვინაიდან უბედური შემთხვევის შედეგად ცხედრები დასახიჩრებული იყო.

ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ორი დღის წინ ემსხვერპლა.