მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეები- ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე დღეს დაკრძალეს.

გარდაცვლილების პანაშვიდზე მივიდნენ და ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ.

დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდნენ ტყიბულის შახტებში დასაქმებული მეშახტეები, ტყიბულის საზოგადოების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.