ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 27 მაისს ყველა ასაკის დამთვალიერებელი სტუმრობდა.

მხლოდ ერთი დღით 18:00 საათიდან ღამის 1 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლო იქ არსებული სხვადასხვა პერიოდის არაერთი ექსპონანტის ხილვა, რომელიც არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ოკრიბის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.
იქ მისულთ შეელოთ ენახათ, ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე „დათვის მახე“-ში ნაპოვნი მუსტიეს ეპოქის დროინდელი გამოქვაბულის დათვის ნაშთები, ასევე ახალსოფლის ტბის მიდამოებში, ღია ტიპის ნასახლარზე აღმოჩენილი ნეოლითის ხანის არტეფაქტები, შრომისა და სამონადირეო იარაღები, უძველესი ხელსაფქვავი. გამოფენილ ექსპონანტებს შორის აგრეთვე იყო ლაღორის ტერიტორიაზე ადრეფეოდალური და შუა ხანის რკინის სადნობი ქურის ყელები, უძველესი საბრძოლო იარაღები, რომელთაგან ყველაზე ძველი ერეკლე მეფის დროინდელი დამბაჩაა. წარმოდგენილი იქნა ასევე ყველა ის მინერალი, რომლებიც ოკრიბის ტერიტორიაზე მოიპოვება.


ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზემში ამ დღეს მოხდა მეშახტეთა ისტორიის ამსახველი საგამოფენო დარბაზის პრეზენტაცია, რომელიც წელს განახლდა და აღდგა. აღნიშნულ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ძველი ფოტომასალა, ნახშირის მოპოვების ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია, პირველი სპეცტანსაცმელი და იარაღები, რომლის საშუალებთაც ნედლეულის მოპოვება ხდებოდა.
ყველა იქ მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ტყიბულის ჩაის ნაწარმის გამოფენასაც გაცნობოდა და დაეგემოვნებინა ის.
“ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით და აქციის – “მოდი ღამე მუზეუმში” ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ გაცნობოდა ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. აქცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყო.