7 აგვისტოს გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის ტყიბულელი გელა აბაშიძე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას სწრაფი სიჩქარით მომავალი ავტომობილი „ჯიპი“ დაეჯახა,რომელსაც რუსეთის მოქალაქე მართავდა.ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ტრაგიკულად დაღუპული გელა აბაშიძე ტყიბულის მკვიდრია.როგორც მისი ახლობლები ამბობენ გელა საუკეთესო ადამიანი იყო.კეთილი და კარგი მეგობრის გარდაცვალემაბ ყველას გული ატკინა. ვინც მას იცნობდა შეძრწუნებული არიან მისი დაღუპვით.

გელას მშლობლები და უნცროსი და ჰყავს,რომლებიც უსაზღვრო გულისტკივილს და მწუხარებას განიცდიან მათთვის უახლოესი ადამიანის დაკარგვის გამო.

სოციალურ ქსელ ფეისბუქის გელას გვერდზე მისი მეგობრები და ნათესავები მასთანერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს იხსენებენ.მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამენ საუკეთესო ადამიანის დაღუპვის გამო,მათთვის ძნელია ამ დიდი ტკივილს გადატანა და ცხოვრების გაგრძელება გელას გარეშე.

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას მშობლიურ ტყიბულში კვირას დაკრძალავენ.