ლევან დოხნაძე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის სავარაუდოდ გულის შეტევით დაიღუპა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმმა „ოკრიბანიუს“ უთხრა- „სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოძახების ადგილზე 4 წუთში იმყოფებოდა და მას ადგილზე დოხნაძე გარდაცვლილი დახვდა.“

ლევან დოხნაძე 2007-2012 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

დოხნაძე 1961 წელის 18 ივნისს ტყიბულში დაიბადა,როგორც ისტორია – ფილოლოგიის სპეციალისტი წლების მანძილზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 1995-1999 წლებში იყო ტყიბულის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე,ტყიბულის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999-2004 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი, 2006 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე.

2017 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე იყო საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
ასევე იყო ნაციონალური მოძრაობის ტყიბულის პარტიული სიის მეორე ნომერი და გახდა საკრებულოს წევრი.
ჰყავს მეუღლე და მშობლები.