ტყიბულში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთა უმრავლესობამ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩია,

თავმჯდომარის მოადგილედ კი დავით კუბლაშვილი.

ტყიბულის თვითმართველობის ისტორიაში ნატალია კობახიძე არის პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე.

ახლადარჩეული თავმჯდომარე პროფესიით პედაგოგია და დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ტყიბულის N2 საჯარო საკოლაში.

თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხოლო მოადგილის არჩევაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ლევან დოხნაძის სხოვნას.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.