ტყიბულის საპატიო მოქალაქე, ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული შემოქმედი და დამსახურებული მეშახტე. 88 წლის ასაკში კაცი კოლორიტი, მწერალი, რეჟისორი და მსახიობი პავლე თოდაძე გარდაიცვალა.

ბატონი პავლე ქუთაიში დაიბადა, თუმცა თავისი შეგნებული ცხოვრების 65 წელი ტყიბულს და ტყიბულელებს მიუძღვნა. 27 წიგნის, უამრავი მინიატურის, ფელეტონის, სკეტჩის, 500 ლექსისა და 25 პიესის ავტორი, პროფესიით სამთო ინჟინერი იყო და 42 წლის მანძილზე ტყიბულის შახტებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

პავლე თოდაძეს უკანასკნელ გზაზე გაცილებამდე მშობლიურმა ქალაქმა გამოსათხოვარი ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში მოუწყო, სადაც მისი მეგობრები, კოლეგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და რიგითი ტყიბულელები სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ და მის ნათელ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *