წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ტყიბულს მორიგი საპრეზიდენტო კანდიდატი ეწვია. 27 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

ავტოსადგურის ტერიტორიაზე კანდიდატის გამოჩენამ ინტერესიანი მსმენელების თავშეყრა განაპირობა. ჩვეული რიტორიკით შრომის პარტიის ლიდერმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და არც კონკურენტების შეფასებას მორიდებია.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *