ფერისცვალება ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მას 19 აგვისტოს აღნიშნავენ. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება, ფერისცვალებას ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გაბრიელმა ჩაატარა.სახარების მიხედვით ქრისტემ ამ დღეს თავისი მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა, ანუ განსპეტაკდა. ეს ძე-ღმრთის მიწიერი ცხოვრების ბოლო წელს მოხდა. როცა უკვე დაამტკიცა ქადაგებითა და სასწაულებით თავისი ღვთაებრიობა, მეექვსე დღეს მას შემდეგ, რაც პეტრემ განუცხადა, უფალმა წამებისაგან უნდა დაგიხსნასო, მაცხოვარმა დატუქსა მოციქული და განიზრახა ერთხელ კიდევ განემტკიცებინა მოციქულთა რწმენა. ამ მიზნით მან წაიყვანა მოწაფეები და აიყვანა მაღალ მთაზე. ეკლესიის ტრადიციით ეს თაბორის მთა იყო და “იცვალა სხვად ხატად წინაშე მათსა და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ…”
თეონა ჯანელიძე