ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქალაქში არსებული პრობლემური საკითხების ადგილზე გაცნობას კვლავ აგრძელებს. რობიზონ გვენეტაძემ მორიგი გასვლითი სამუშაო დღე 23 სექტემბერს ინფრასტრუქტურული ობიექტების შემოვლით დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებთან ერთად ჯერ სპორტის სასახლეზე პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს გაეცო, ხოლო შემდეგ საცურაო აუზზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი განცხადებით ორვე ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაში იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი წლის, მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებაზე.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკშიც განათების მდგომარეობითაც დაინტერესდა. ის სამსახურის უფროსებთან ერთად ტყიბულის ბაზარშიც იმყოფებოდა, სადაც მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული შეხვედრების მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლმური საკითხების ახლოს შესწავლა და რიგი ღონისძიებების დაგეგმვა ამ პრობლემების გადასაჭრელად.

მსგავსი ტიპის გასვლითი სამუშაო დღე სავარაუდოდ თვის ბოლოსაც მოეწყობა, სადაც ქალაქის ცენტრალური ქუჩის შემოვლა ამით დასრულდება, ხოლო შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ახლოს გაცნობას უბნებსა და სოფლებში დაიწყებენ.

ელისო ჭანტურიძე