მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერების შედეგად სამამულო ომის ვეტერანების ოჯახი, რომელიც ამავდროულად შეჭირვებულად ცხოვრობს, ზამთარს შეშით მომარაგებული შეხვდება.
ვარლამ გიორგაძისა და ლილი ლოსაბერიძის ოჯახს რობიზონ გვენეტაძემ საშეშე მასალა საკუთარი სახსრებით შეუძინა და სრულიად უფასოდ სახლში მიუტანა. მოხუცებს გამგებელი შეშის დამზადებასა და დაბინავებაშიც თავად დაეხმარა.
თეონა ჯანელიძე