ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა წინასაახალწლოდ პატარებისათვის 26 დეკემბერს წარმოდგენა გამართა. “საშობაო ზღაპრის” სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ლალი კუბლაშვილი იყო. თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა ამ დღეს კოსტუმირებულ ზღაპრის გმირებთან ერთად პატარები ჯადოსნურ სამყაროში შეახედეს, რომლებმაც თავიანთი შესრულებით მხიარულება და პოზიტივი შემოიტანეს სცენაზე.
საბავშვო წარმოდგენას მუნიციპალიტეტის თეატრში უამრავი ბავშვი დაესწრო. “საშობაო ზღაპარზე” იმყოფებოდნენ ამ დღეს ასევე მოწვეული სტუმრებიც, მათ შორის იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე.
წარმოდგენამ მხიარულად და წარმატებით აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.
თეონა ჯანელიძე