ტყიბულის მოსახლეობის ამომრჩევლის 44-მა პროცენტმა 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატს რობიზონ გვენეტაძეს დაუჭირა მხარი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დანიშნა. ბატონი რობიზონი კვლავ აქტიურად აგრძელებს საარჩევნო კამპანიას, ხვდება მოსახლეობას, წარმოება დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და მუშაკებს, მეშახტეებს, ადგილზე ეცნობა მათ ყოფა-ცხოვრებას, სამუშაო პირობებს, პრობლემებს, ისმენს მათ წინადადებებს და მზადაა, გამგებლად არჩევის შემთხვევაში თითოეულ მათგანთან საქმიანი ურთიერთობებისა და თანადგომისათვის.
დამსახურებულ სამთოელსა და მშენებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეამაყება, რომ კოლიცია “ქართული ოცნების” ნდობით სარგებლობს და მთავრობის დახმარებით შეძლებს პრობლემების მოგვარებას მისი მშობლიური ტყიბულისათვის, ქალაქისათვის რომლის წინაშე სურს, მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს და დაიხარჯოს სასიკეთო საქმეების კეთებაში.

ნანა რაზმაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *