არასამათავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბულმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
მემორანდუმს ხელი ნაბიჯი ტყიბულის დამფუძნებელმა გიგა სოფრომაძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმებით მხარეები შეთანხმდნენ ტყიბულში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ფართო პროფილის დღის ცენტრის არსებობის აუცილებლობაზე. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს მათთვის ადაპტირებული თანაბარი გარემოს შექმნას, ქალაქში კვალიფიციური, განვითარებაზე ორიენტირებული დღის ცენტრის ამოქმედებას და ამ მიზნების განხორციელებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას.
გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ტყიბული“ს დღის ცენტრის გასახსნელად,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 წლის ვადით, იჯარით გადასცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული,ძმები ვარდოსანიძეების ქუჩაზე მდებარე ყოფილი მე-8 საბავშვო ბაღის შენობა.