ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ გიორგი ლომთაძე დაინიშნა.
ახალი მოადგილე დღეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ წარუდგინა.
გიორგი ლომთაძეს დღემდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალური ქონების მართვისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.
ინფორმაცია გიორგი ლომთაძის გამგებლის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.